მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ბიზნესმენი ამბობს, რომ მას სიკვდილით ემუქრებიან.
საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-სთან საუბრისას იგი ამბობს, რომ მუქარები მის მიმართ ექვსი თვეა, რაც გრძელდება.
მან ვინაოების გამხელა არ ისურვა:
„უკვე 6 თვეა მთხოვენ დიდ თანხას და ამბობენ, რომ მომკლავენ, თუ ამ თანხას არ გადავიხდი. ისინი მამა-შვილი არიან, რომელთა შესახებაც პოლიციაში უკვე განვაცხადე. სწორედ ისინი მემუქრებოდნენ, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე დამირეკეს და დამემუქრნენ. ჩემს ობიექტს, ქარხანას ერთხელ ესროლეს კიდეც. ამის გამო ჩვენი თანამშრომლები სამსახურში მოსვლას თავს არიდებენ, მოვითხოვთ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღონ", - ამბობს დაზარალებული.