სექტემბერი მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდია. თბილი ამინდი, ნაკლები ხალხმრავლობა და შემოდგომის ფერებში გახვეული ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ახალი ადგილების აღმოსაჩენისთვის. მაგალითად, მთებით, ტყეებითა და შემოდგომის ფერებით გარშემორტყმული ტბები ბუნების მოყვარულთათვის განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილებია.
საფანჯას ტბა (Lake Sapanca)
სტამბოლის მახლობლად, საქარიის პროვინციაში, ტყით დაფარულ ბორცვებს შორის მდებარეობს საფანჯას ტბა (Sapanca), რომელიც ტექტონიკური წარმოშობის მტკნარი წყლის ტბაა. ის წყლის სპორტისთვისაც განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ტბის სანაპიროზე, იაროთ ველოსიპედით, დააკვირდეთ ფრინველებს ან კაიაკით გაისეირნოთ. ბუნების მოყვარულთათვის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია კემპინგისა და პიკნიკის მოწყობაც. ადგილობრივ რესტორნებში კი სტუმრებს ტბაში დაჭერილი ახალი თევზის დაგემოვნება შეუძლიათ.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები: მოინახულეთ ქართეფეს მთა (Mount Kartepe) და ბუნებით გარშემორტყმული მაშუკიეს (Maşukiye) დასახლება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ სეირნობა, ველოსიპედით გასეირნება, ლაშქრობა, თევზაობა, ცხენით გასეირნება, კემპინგი და პიკნიკის მოწყობა. აქვეა სასტუმროები, ბუნგალოები და კემპინგისთვის განკუთვნილი ადგილები. ბოლუში აუცილებლად სანახავი კიდევ ერთი ადგილია იედიგოლერი (Yedigöller), რაც „შვიდ ტბას“ ნიშნავს. პარკში შვიდი ტბა, ჩანჩქერები, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა და შერეული ბუნებრივი ტყეებია.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები: ბოლუში შეგიძლიათ ეწვიოთ ისტორიულ ქალაქებს - მუდურნუს (Mudurnu) და გოინუქს (Göynük), რომლებიც ტრადიციული, ძველი თურქული სახლებით გამოირჩევიან.
ხმელთაშუა ზღვის ტბების რეგიონი; სალდას ტბა
თურქეთის სამხრეთში მდებარე ტბების რეგიონი (Lakes District) რამდენიმე პროვინციას მოიცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილია სალდას ტბა (Lake Salda), რომელიც კრისტალურად სუფთა წყლითა და თეთრი ქვიშიანი სანაპიროებით არის ცნობილი. ბურდურის პროვინციაში მდებარე სალდას ტბას მარსის ზედაპირთან გარკვეულ გეოლოგიურ მსგავსებასაც მიაწერენ. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ, გადაიღოთ ფოტოები და წყლის სპორტით დაკავდეთ.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები: მოინახულეთ ბურდურის აქჩაქოის (Akçaköy) ლავანდის მინდვრები და უძველესი ქალაქები - საგალასოსი (Sagalassos) და კიბირა (Kibyra).
ცენტრალური ანატოლიის ბუნებრივი საგანძური - ტუზის ტბა
ანკარის, აქსარაისა და კონიის პროვინციების საზღვარზე მდებარე ტუზის ტბა (Lake Tuz) თურქეთის სიდიდით მეორე ტბაა. მაღალი მარილიანობის გამო, ზაფხულში წყლის აორთქლების შედეგად მის ზედაპირზე მარილის ფენა წარმოიქმნება, წყალმცენარეები კი ტბის ნაწილს ვარდისფერს ხდის. ეს კი განსაკუთრებით მზის ჩასვლისას ხდება.
ტუზის ტბა ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატი და ფლამინგოების გამრავლების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. მისი დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობა: მოგზაურობა შეგიძლიათ კაპადოკიაში გააგრძელოთ, რომელიც საკვამურებით, გამოქვაბულებითა და საჰაერო ბურთებით არის ცნობილი.
აღმოსავლეთ ანატოლიის ბუნება - ვანის, ნემრუთისა და ოთლუქბელის ტბები
აღმოსავლეთ ანატოლია სამი გამორჩეული ტბით გამოირჩევა, რომლებიც უნიკალურ ბუნებრივ და გეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს.
საგულისხმოა ვანის ტბა (Lake Van), რომელიც თურქეთის უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოდიანი ტბაა. აქ ბინადრობს ადგილობრივი თევზი - მარგალიტის კეფალი, რომელიც რეგიონის პოპულარული კერძია. ასევე, ბითლისის პროვინციაში მდებარე ნემრუთის ტბა (Lake Nemrut) კი თურქეთის უდიდესი და მსოფლიოში სიდიდით მეორე კრატერული ტბაა, რომელიც ზღვის დონიდან 2 250 მეტრზე მდებარეობს. აღსანიშნავია ერზინჯანის ოთლუქბელის ტბაც, რომელიც (Otlukbeli Lake) იშვიათ გეოლოგიურ წარმონაქმნად ითვლება.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები: ვანის ციხე, ბითლისის ისტორიული ცენტრი, ბითლისის ციხე და იჰლასიეს მედრესე, ასევე გირლევიქის ჩანჩქერი (Girlevik Waterfall) ერზინჯანში.