g100.ge

დაღესტანში დრონებით იერიში განხორციელდა, მაჰაჩყალას პორტში ხანძარი გაჩნდა

დაღესტანში დრონებით იერიში განხორციელდა, მაჰაჩყალას პორტში ხანძარი გაჩნდა

დაღესტანში დრონებით იერიში განხორციელდა, მაჰაჩყალას პორტში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მაჰაჩყალაში საპორტო ინფრასტრუქტურასა და თეატრს ცეცხლი გაუჩნდა.

თავდასხმა დაღესტნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ფიოდორ შჩუკინმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დღეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს. ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩააქრეს“, - აღნიშნა ფიოდორ შჩუკინმა.

უახლესი სტატიები