g100.ge

ესპანეთში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. სამშაბათს, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, ამ დრომდე, სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვალენსიაში სულ მცირე 92 გარდაცვალება დაფიქსირდა, კიდევ ორი ასტილა-ლა მანჩაში ვალენსიის დასავლეთით და ერთი მალაგაში.

გუშინ, 30 ოქტომბერს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩართო, თუმცა დატბორილი გზებისა და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ბევრი ეკიპაჟი ქალაქებს მოწყვეტილია.

უახლესი სტატიები