g100.ge

ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა

ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა

ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანულ ტანკერებზე თავდასხმის საპასუხოდ იორდანიაში, ალ აზრაკის სამხედრო ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ასევე, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორ სამხედრო გემს დაარტყეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბაჰრეინთან და ქუვეითთან მყოფი ნავთობტანკერები გააფრთხილა.

„ვაფრთხილებთ ქუვეითისა და ბაჰრეინის პორტების მახლობლად მყოფი ნავთობტანკერების ეკიპაჟის წევრებს, დაუყოვნებლივ დატოვონ გემები“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული 20 ბალისტიკური რაკეტიდან 18 ჩამოაგდო, ხოლო ორი რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. იორდანიაში ირანის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

უახლესი სტატიები