g100.ge

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ფერმერის სახლში ხელყუმბარა ისროლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ფერმერის სახლში ხელყუმბარა ისროლეს

კაბალის თემში, სოფელ უზუნთალაში მეცხოველეობით დაკავებული ელშად სოიუნოვის სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს.   

Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ,  გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  შეგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობა  ეზოში აფეთქდა, თუმცა, საბედნიეროდ,   იმ დროს  არავინ დაშავებულა. 
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ   ჩაიდინა ინციდენტი.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, პოლიციის ძალები უკვე ორი დღეა პატრულირებენ როგორც ადგილზე, ასევე სოფელში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო.

უახლესი სტატიები