შესანიშნავი ამბავი ლიეტუვისთვის - ამერიკელი ჯარისკაცები ჩვენს ქვეყანაში კვლავ დარჩებიან, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
გიტანას ნაუსედას ცნობით, ამერიკელი სამხედროების ახალი კონტინგენტი როტაციის ფარგლებში ლიეტუვაში უკვე მიემგზავრება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ამერიკელი სამხედროების ზუსტი რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა იმაზე ნაკლები არ იქნება, ვიდრე ადრე.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მადლიერები ვართ ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლიეტუვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ნაუსედამ.