g100.ge

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ქესალოს ტერიტორიაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იყვნენ მობილიზებული.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

უახლესი სტატიები