g100.ge

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ანტონ გრუნისის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის „ახმატის“ მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა.

როგორც რუსული მედია წერს, გრუნისის მეთაურობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებმა კონსტანტინოვკა „გაათავისუფლეს“.

მედიის ცნობით, ანტონ გრუნისს 2026 წლის 28 აგვისტოს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

უახლესი სტატიები