g100.ge

The Times of Israel - „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა

The Times of Israel - „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანსაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების დასრულება წარმოადგენს.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მხარეები პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უახლესი სტატიები