ბოლო ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სახლი გაძარცვეს.
Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა 5 იანვარს, 19:00 საათზე მოხდა.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, სახლის მფლობელს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
დეტალების გამოძიება მიმდინარეობს.
Aktual.ge ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს აცნობა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.