მარნეულში, ქუჩაში დაახლოებით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი გზაზე მოულოდნელად დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე პატრულის თანამშრომლები მივიდნენ.
გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ არქევანის (ქოშაქილისი) მაცხოვრებელია.