კომპანია "მამედ გაზი", რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს და 26 მაისის ქუჩის ნაწილს ბუნებრივი აირით ამარაგებს, აცხადებს, რომ 6 ივლისიდან აბონენტებისთვის კომერციული ტარიფი ამოქმედდება.
Aktual.ge-ის ცნობით, კომპანიის მიერ აბონენტების მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილ SMS შეტყობინებაში ნათქვამია:
"6 ივლისიდან გაზის გადასახადი კომერციული ტარიფით -1.29 ლარით დაითვლება. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სოფელ ყიზილაჯლოს მუნიციპალიტეტს (საკრებულოს) ან სოფლის დეპუტატს."