g100.ge

შულავერში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის გაყიდვის პრობლემას აპროტესტებს — ისინი მერის მისვლას ითხოვენ

შულავერში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის გაყიდვის პრობლემას აპროტესტებს — ისინი მერის მისვლას ითხოვენ

მარნეულში რამდენიმე სოფლის- კირიხლოს, ყულარის, არაფლოს, აღმამედლოსა და სეიდგოჯალოს მოსახლეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში აქციას მართავს.  
ისინი აცხადებენ, რომ იმპორტირებული პროდუქციის სიჭარბისა და დაბალი ფასების გამო საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და  პრობლემის უგულებელყოფი შემთხვევაში გზის გადაკეტვას გეგმავენ.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, მომიტინგეები მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის  ადგილზე მისვლას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ რომ, გასულ წელს, არჩევნების პერიოდში მათ მარნეულის მერი სოფლის მხარდაჭერას დაჰპირდა. 

  ადგილზე  საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

პროტესტის მონაწილეებსი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მარნეულის მერი არ მოვა ადგილზე, გზის გადაკეტვას გეგმავენ.

უახლესი სტატიები