g100.ge

მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავები თურქეთის 2000 წლის ამფითეატრში ხმელთაშუა ზღვის ფესტივალისთვის ჩამოდიან

კულტურა - 2025/09/29 17:44
მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავები თურქეთის 2000 წლის ამფითეატრში  ხმელთაშუა ზღვის ფესტივალისთვის ჩამოდიან

ასპენდოსის 32-ე საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის ფესტივალი პუჩინის, ვერდისა და ჩაიკოვსკის შედევრებს უძველეს რომაულ სცენაზე წარმოგიდგენთ

როდესაც იტალიელი ტენორი რიკარდო მასი და რუსი სოპრანო ოლგა მასლოვა სექტემბერში თურქეთის უძველეს ასპენდოსის თეატრის სცენაზე გამოვლენ, ისინი     იმღერებენ იმ სივრცეში, სადაც რომაელი მაყურებელი თითქმის ორი ათასი წლის წინ იკრიბებოდა.  იგულისხმება ასპენდოსის 32-ე საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის ფესტივალი, რომელიც   14 სექტემბერიდან   1 ოქტომბრამდე გაიმართება.

ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნა  დასით, რომელმაც შეასრულა  „ტურანდოტი“ - პუჩინის ზღაპარი ცივ გულგრილ  ჩინელ პრინცესაზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოპერის სენსაციას რიკარდო მასი და აღიარებული რუსი სოპრანო ოლგა მასლოვა  ხელმძღვანელობენ. 

27 სექტემბერს სცენაზე გამოვიდა  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტენორი ივან მაგრი, რომელიც თავისი სახელგანთქმული ხმით სიცოცხლეს შესძენს ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ოპერას — „ტოსკას“. ანტიკური თეატრის გარემო კი გააძლიერებს როგორც მუსიკალურ, ისე ემოციურ სიმძაფრეს.

რატომ არის ასპენდოსი მნიშვნელოვანი?

II საუკუნეში აგებული ასპენდოსის თეატრი არა მხოლოდ თურქეთის მიერ  შემონახული საუკეთესო რომაული თეატრია, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად ითვლება რომაული არქიტექტურის ისტორიაში. 

აკუსტიკური ნაწილი

თანამედროვე დარბაზებისგან განსხვავებით, რომლებსაც რთული ხმის სისტემები სჭირდებათ, ასპენდოსის 2000-წლოვანი დიზაინი ბუნებრივად აძლიერებს შესრულებებს, რაც ძალზედ სასიამოვნოდ ხვდება ყურში მაყურებელს. 

ფესტივალი 1 ოქტომბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის პრესტიჟული ალიშერ ნავოის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ბოლშოის ოპერისა და ბალეტის თეატრი აუდიტორიას წარუდგენს ვერდის გულისამაჩუყებელ შედევრს — „ტრავიატას“.

 

 

 

ხმელთაშუა ზღვის მაგია და კულტურული ტურიზმი

თურქეთის ყველაზე პოპულარული საკურორტო დანიშნულება ანტალია მარტივად იპყრობს მოგზაურების გულებს თავისი შთამბეჭდავი ხედებით, საოცარი სანაპიროებით,  კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი.  

ქალაქი ასევე სთავაზობს მოულოდნელ აღმოჩენებს – კარგად შემონახულ უძველეს ქალაქებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ღამის მუზეუმების პროექტის ფარგლებში გვიანობამდეა ღია. აღსანიშნავია, რომ  ანტალიამ გასულ წელს რეკორდული  მაჩვენებლით 17 მილიონი ვიზიტორი მიიღო.

უახლესი სტატიები