თბილისში, მარჯანიშვილზე ერთ-ერთ კაფესთან უცნობმა მამაკაცმა თანამშრომელს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „რატომ არ იცი ქართული ენა?“ — ამის შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
ამის შესახებ Aktual.ge-სთან კაფის მფლობელმა განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა.
„ორი ადამიანი ჩემს ობიექტს მიუახლოვდა და ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხმყოფელი კითხვები დაუსვა. ერთ-ერთმა ჰკითხა: ‘მარნეულელი ხარ? რატომ არ იცი ქართული ენა? მან უთხრა, მარნეულიდან ვარო და ქართულს საკმარისად ვფოლობო. ამის შემდეგ კი იმ პიროვნებამ მიუგო: ‘მე პასუხს რატომ მიბრუნებ? და იარაღი ამოიღო.
შემთხვევისთანავე პოლიციას შევატყობინეთ და ამჟამდ, სამართალდამცავები ადგილზე მუშაობენ,“ — ამბობს აღნიშნული კაფის მფლობელი.
კაფის სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ შუახნის მამაკაცი ხელში ცეცხლსასროლი იარაღით საუბრობს. აღსანიშნავია, რომ კაფის მფლობელი ბოლნისიდანაა.