g100.ge

რუსული მედია - აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს

პოლიტიკა - 2025/10/28 13:44
რუსული მედია - აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს, - ინფორმაციას რუსული მედია ნავთობკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გარკვეული ქვეყნების მიერ „ლუკოილისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო, კომპანია საერთაშორისო აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ აცხადებს. პოტენციური მყიდველების განაცხადების განხილვა დაიწყო“, - ნათქვამია რუსული ნავთობკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“, „ლუკოილისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

უახლესი სტატიები