g100.ge

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა

კრიმინალი - 2026/02/05 21:16
გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა

Aktual.ge-ის ინფორმაციით, გარდაბანში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. 
გავრცელებული ცნობით,   შემთხვევამდე წყვილს შორის ავეჯის მაღაზიაში კამათი მოხდა.
მკვლელობის შემდეგ მამაკაცი თავად ჩაბარდა პოლიციას და დანაშაული აღიარა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, შემთხვევის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა. 
ასევე ცნობილია, რომ წყვილი გარკვეული ხნის წინ დაშორებული იყო და ყოფილი ქმარი ქალს ხშირად უთვალთვალებდა.
დადგენილია, რომ მოკლული ქალი 25 წლის მარიამ გაღოქიძეა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უახლესი სტატიები