g100.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა 

კრიმინალი - 2026/07/27 11:16
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  შემთხვევა 26 ივლისის საღამოს მოხდა.
 ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი პირში გაზის იარაღით   გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს. არსებული ცნობით,   ნასვამ ახალგაზრდას ეხუმრებოდნენ, რის შემდეგაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.  ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.  
დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. არსებული ინფორმაციით, მას პირის ღრუს არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ასევე, დაზიანებული აქვს ყურის აპკები.
შსს-მ ინციდენტთან დაკავშირებით Aktual.ge-ს საინფორმაციო პორტალს აცნობა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

უახლესი სტატიები