g100.ge

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: შემთხვევას ორი პირი ემსხვერპლა | ფოტო/ვიდეო

კრიმინალი - 2025/09/19 18:30
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: შემთხვევას ორი პირი ემსხვერპლა | ფოტო/ვიდეო

მარნეულში, ქურუსთუ- ქაფანაქჩის გზატკეცილზე მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა დღეს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ირანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას შეეჯახა. შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.   საქმესთან დაკავშირებით  მიმდინარეობს გამოძიება.

უახლესი სტატიები