მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა 8 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჯგუფური დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
დაშავებული ამჟამად მარნეულში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება) დაიწყო.