g100.ge

სოფელ ყიზილაჯლოში კიდევ ერთი სახლი გაძარცვეს

კრიმინალი - 2025/10/11 13:28
სოფელ ყიზილაჯლოში კიდევ ერთი სახლი გაძარცვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ძარცვა მოხდა.

Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა 10 ოქტომბერს შუადღისას დაფიქსირდა.

უცნობმა პირებმა, ოჯახის წევრების სახლში არყოფნით ისარგებლეს, ფანჯრიდან გადავიდნენ სახლში და დაახლოებით 5000 ლარის ოდენობის თანხა მოიპარეს.

Aktual.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით , რაც ქურდობას ითვალისწინებს.

კერძოდ, ეს მუხლი ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელ ყიზილაჯლოში ქურდობის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, 13 სექტემბერს სოფელში „აი მარკეტი“ გაძარცვეს, ხოლო 27 სექტემბერსა და 10 ოქტომბერს კერძო სახლები.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას