g100.ge

თურქული მედია: სტამბოლის მერი დააკავეს

მსოფლიო - 2025/03/19 12:52
თურქული მედია: სტამბოლის მერი დააკავეს

 

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მერი დააკავეს.  ეკრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. გაჩხრიკეს მისი სახლიც. 

არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ კიდევ 100-მდე ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გასცა.

სტამბოლის გარშემო გზები დაკეტილია და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აიკრძალა.

ცნობისთვის, იმამოღლუს გუშინ სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გაუუქმა. 

 

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას