g100.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის კანონპროექტმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტში კენჭისყრა წარმატებით გაიარა.

აღნიშნული ნაბიჯის შედეგად, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს კენჭს მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის.

ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

აშშ-ის სენატმა კანონპროექტს მხარი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას