ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ადგილზევე გარდაიცვალა სოფელ მამხუთის მკვიდრი, 40 წლის აჰლიმან აბდულაევი.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.