g100.ge

გუბერნატორი რუსეთის ქალაქ შებეკინოში თავდასხმაზე - ავტობუსზე დრონით დარტყმა განხორციელდა, დაშავდა 19 ადამიანი

გუბერნატორი რუსეთის ქალაქ შებეკინოში თავდასხმაზე - ავტობუსზე დრონით დარტყმა განხორციელდა, დაშავდა 19 ადამიანი

რუსეთის ქალაქ შებეკინოში დრონით სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე შუვაევმა განაცხადა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა. დაშავებულები შებეკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა ავტობუსი და სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.

უახლესი სტატიები