g100.ge

ეთიბარ ემინოვმა საქართველოს ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევა მიულოცა

ეთიბარ ემინოვმა საქართველოს ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევა მიულოცა

ეთიბარ ემინოვმა საქართველოს ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევა მიულოცა.

„მიტროპოლიტ შიო მუჯირის  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად - პატრიარქად არჩევას  ვულოცავთ“.

ამის შესახებ  აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ, ეთიბარ ემინოვმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამ უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო მისიაში მას ჯანმრთელობას, მოთმინებასა და სიმტკიცეს ვუსურვებთ. გვჯერა, რომ მისი არჩევა ხელს შეუწყობს ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ერთიანობის გაძლიერებას.

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობით. 
მიგვაჩნია, რომ რელიგიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი მომავალშიც იქნება საქართველოში სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ერთიანობის  საყრდენი.

 დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა მოუტანოს.

პატივისცემით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“,- წერს ეთიბარ ემინოვი სოციალურ ქსელში.

უახლესი სტატიები