g100.ge

ესპანეთში, წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. CNN-ი ვალენსიის რეგიონულ ლიდერზე, კარლოს მასონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ალბასეტეს პროვინციაში, ლეტურის მუნიციპალიტეტში, 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

უახლესი სტატიები