g100.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ბრძოლის ველზე 55 000 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული ჯარისკაცები“, - აღნიშნა ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასევე დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც უკრაინა დაკარგულად მიიჩნევს.

გასული წლის თებერვალში NBC-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს 46 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი კი დაკარგულია, ან ტყვეობაშია.

უახლესი სტატიები