g100.ge

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად კი ერთი პირი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

უახლესი სტატიები