თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი ორი პირიდან ერთი გარდაიცვალა, მძღოლი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.