თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი შენობაში, ავეჯის შესანახ სარდაფს ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველოს სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებ შეტყობინება არ შესულა.