g100.ge

თენგიზ შარმანაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე: არ არსებობს არა გლობალური ქსელი? გინდა "დიფ სთეითი" დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია

თენგიზ შარმანაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე: არ არსებობს არა გლობალური ქსელი? გინდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონერ დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, "იმედის" სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია თავადვე აღიარებს გლობალური ქსელის არსებობას, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა მას "დიფ სთეითი" ერქმევა თუ სხვა სახელი.

"არ არსებობს არა გლობალური ქსელი ? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია, გინდა გლობალური კეთილშობილური გაერთიანება. თავად ამბობენ, მოუსმინეთ", - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

უახლესი სტატიები