g100.ge

თურქეთის მიმართ ტურისტული ინტერესი არ მცირდება

თურქეთის მიმართ ტურისტული ინტერესი არ მცირდება

თურქეთის  კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო (TGA) აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ტურისტული საქმიანობა ჩვეულ  რეჟიმში მიმდინარეობს და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში   მიმდინარე კონფლიქტური მოვლენების გამო ქვეყანაში არცერთი ტურისტული ობიექტის  ფუნქციონირება   არ შეფეხრებულა. 
 
მათი განხცადებით, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში აქტიურად შუქდება ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში არსებული კონფლიქტები, თურქეთი-  ხმელთაშუა ზღვის ქვეყანა, აღნიშნულ მოვლენებში ჩართული არ არის.  ქვეყნის პოპულარული ტურისტული მიმართულებები - სტამბოლი, ანტალია, ბოდრუმი, იზმირი და კაპადოკია, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილებად ითვლება, სტუმრების მიღებას ყველა ქვეყნიდან  ჩვეულებრივ  აგრძელებს. 

ქვემოთ წარმოდგენილია 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყნის დღევანდელი ტურისტული მდგომარეობის შესახებ:

1. თურქეთის ტურისტულ ადგილებში ყველა კურორტი და  სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.   ქვეყნის არცერთ ნაწილში არ ყოფილა   შეფერხებები ან მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ტურისტულ საქმიანობაზე.

2.  თურქეთის ავიარეისები ჩვეული გრაფიკით სრულდება.   
სტამბოლის, ანტალიის, ბოდრუმის, იზმირისა და თურქეთის ყველა სხვა მსხვილი საერთაშორისო აეროპორტები ჩვეულებრივ მუშაობს. რეგიონული მოვლენების გამო თურქეთის არცერთი აეროპორტი არ დახურულა, შეზღუდულა ან რეისი გადამისამართებულა.    

3. 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ისევ აქტიურად იყიდება
ტუროპერატორებსა და ონლაინ  ჯავშნის პლატფორმებს მოვუწოდებთ, აქტიურად გააგრძელონ თურქეთის ტურისტული პაკეტების შეთავაზება 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის. ვინაიდან,  მოთხოვნა  მოგზაურებში,  რომლებსაც თურქეთის დათვალიერება სურთ, კვლავ მაღალია.

უახლესი სტატიები