ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა კომპანიამ, SpaceX-მა, შეიძინა მისივე კუთვნილი კომპანია xAI.
Forbes-ის თანახმად, ამ გარიგებამ მასკის ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა და რეკორდული 852.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ 1-დღიან ინტერვალში ილონ მასკის ქონება 107.5 მლნ დოლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ილონ მასკის ორ კომპანიას შორის მეორე შერწყმაა ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში: 2025 წლის მარტში მილიარდერმა გამოაცხადა xAI-სა და X-ის გაერთიანების შესახებ.