g100.ge

ინდონეზიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინდონეზიაში, ქალაქ მანადოში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიცია გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას ცდილობს. ისინი დაღუპულთა ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, დაუკავშირდნენ საავადმყოფოს, სადაც ცხედრები გადაასვენეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

უახლესი სტატიები