g100.ge

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს?

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს?

როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს? - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს მათი განცხადებები დიპლომატიისა და შუამავლობის შესახებ, როდესაც ეს ომი მათ დაიწყეს და თავდასხმებს აგრძელებენ“, - განაცხადა ესმაილ ბაგაიმ.

მისი თქმით, ირანს „აშშ-ის დიპლომატიასთან ურთიერთობის კატასტროფული გამოცდილება აქვს“.

„ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ორჯერ დაგვესხნენ თავს, როდესაც ბირთვული საკითხის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ვიყავით. ეს დიპლომატიის ღალატია“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს, ხოლო პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას