g100.ge

ისრაელში, ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი მსუბუქად დაშავდა

ისრაელში, ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი მსუბუქად დაშავდა

ჩრდილოეთ ისრელში, არაბულ ქალაქ ზარზირში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებულები.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ზარზირში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებენ.

შიდა ფრონტის სარდლობა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლესი სტატიები