g100.ge

მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრულიად არასწორ გზას ადგას

მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრულიად არასწორ გზას ადგას

ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრულიად არასწორ გზას ადგას და არა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სურს ამ [ევროკავშირის მიმართულებით სვლა, არის ის, რომ არ დაკარგონ იმედი და მოიქცნენ ისე, რომ მომავლის იმედი ჰქონდეთ. სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ ხალხს სურს, საბოლოოდ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროპული გზა გაიხსნას, ამიტომ იმედი არ უნდა დაკარგოთ, რადგან ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი ახლა, როცა უნგრეთის მხრიდან ვეტო აღარ არსებობს, ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა :

„დიახ, ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ. ესტონეთმა უკვე შეიტანა ეროვნული სანქციების სიაში ადამიანების ძალიან გრძელი სია, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ეს ზეწოლა იმუშავებს. ის თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ, ესტონელებს, ნამდვილად გვესმის, რომ სიტუაცია რთულია“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას