g100.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოფში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უახლესი სტატიები