g100.ge

მუფთიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო  სამძიმარი გამოთქვა

მუფთიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო  სამძიმარი გამოთქვა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ, ეთიბარ ემინოვმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა. 

Aktual.ge-ს ინფორმაციით, ის სამძიმარს გამოთქვამს, როგორც საკუთარი,   საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო  ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამთ. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა რელიგიათაშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა.

ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა  და ყველა მართლმადიდებელ სასულიერო პირს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - დაწერა ეთიბარ ემინოვმა სოციალურ ქსელში.

უახლესი სტატიები