g100.ge

პიტერ მადიარი - პრეზიდენტს, რომელიც მარიონეტია, მოვუწოდებ, ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის მიმიწვიოს, ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს

პიტერ მადიარი - პრეზიდენტს, რომელიც მარიონეტია, მოვუწოდებ, ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის მიმიწვიოს, ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს

გუშინ უნგრელმა ხალხმა ისტორია დაწერა, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტერ მადიარის განცხადებით, 199 ადგილიან პარლამენტში მისი პარტია 138 მანდატს მიიღებს, თუმცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

„მსგავსი მანდატი აქამდე არავის უნახავს. ამ რაოდენობით ხალხს ერთი და იგივე პარტიისთვის ხმა არასდროს მიუცია“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.

მისი თქმით, წინა მთავრობის „ტყუილების“ და „გებელსისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი პროპაგანდის“ მიუხედავად, ქვეყნის ახალი მთავრობა ევროპაში მშვიდობის ერთგული იქნება.

„უნგრეთში ომი არავის სურს. უნგრეთი მხარს მშვიდობას უჭერს. „ტისას“ მთავრობა მშვიდობის მთავრობა იქნება“, - აღნიშნა პიტერ მადიარმა.

მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს მოუწოდა, ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე მოიწვიოს.

„პრეზიდენტმა, რომელიც მარიონეტია, ახალი პარლამენტის არჩევნებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში უნდა მოიწვიოს. 12 მაისამდე არ უნდა დაიცადოს. შეუძლია ეს 5 მაისს გააკეთოს. ასევე, მოვუწოდებ მას, რომ როგორც ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის მიმიწვიოს. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს“, - განაცხადა მადიარმა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას