g100.ge

სავალან მირზოევი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

სავალან მირზოევი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

პარლამენტის დეპუტატი სავალან მირზოევი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. 
სავალან მირზოევი წერს, რომ ილია II იყო პიროვნება, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა როგორც ქრისტიანების,  ისე  მუსლიმების მხრიდან.    

"სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ერის სულიერი მამის გარდაცვალებას!
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ილია II იყო ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდათ  არამხოლოდ ქრისტიანებს, არამედ მუსლიმებსაც. ის ღრმად პატივსაცემი და ღირსეული პიროვნება იყო.   მისი მოწოდებები, რომელიც  სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ იყო  მიმართული,   ყოველთვის გვემახსოვრება.    ის მუდმივად უსვამდა ხაზს სხვადასხვა რელიგიასა და ერს შორის ურთიერთპატივისცემის, გაგებისა და თანაარსებობის მნიშვნელობას.  გვჯერა, რომ ის, რასაც ქადაგებდა მშვიდობის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის შესახებ,  მომავალში, მრავალი თაობისთვის  იქნება  უდიდესი მაგალითი. 

ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას! უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი", - წერს სავალან მირზოევი.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას