g100.ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროგრესს მიაღწიეს - ეს პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება, ვიმეორებ: ჩვენი ღირებულებების პატივისცემა განხილვას არ ექვემდებარება

ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ რწმენა უნდა შევქმნათ იმისა, რომ ევროპელები, ერთმანეთს გვერდით ყოველთვის დავუდგებით. საკმარისია ჩვენს საზღვრებს მიღმა გავიხედოთ და დავინახავთ, რომ ეს ევროპული იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. საკმარისია, უკრაინასა და მოლდოვას შევხედოთ. შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთს. საკმარისია ყველა იმ ქვეყანას შევხედოთ, რომლებიც ჩვენს კავშირთან ახლოს არიან და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემა განხილვის საგანი არ არის.

„ეს პროცესი კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. ასევე, ვიმეორებ: ჩვენი ღირებულებების პატივისცემა განხილვას არ ექვემდებარება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უახლესი სტატიები