ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარი იყო.
ცეცხლი გვიან ღამით ბაზრის მიმდებარედ გაჩნდა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ არ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაიწვა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქცია იყო განთავსებული.
მაღაზიის მფლობელების თქმით, ხანძრის შესახებ გვიან შეიტყვეს, ადგილზე მისულებს კი მაღაზიები დამწვარი დახვდათ.