Aktual.ge-ის ინფორმაციით, მარნეულში სპეცოპერაცია ჩატარდა – არიან დაკავებულები
მარნეულში 17 ივნისს, გვიან ღამით, სპეციალური ოპერაცია ჩატარდა.
არსებული ინფორმაციით, ოპერაცია ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ჩატარდა და დაკავებულია რამდენიმე პირი.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.