თურქული ტურისტული პლატფორმა GoTürkiye ადგილობრივი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას ახალი კინემატოგრაფიული პროექტებით კვლავ აქტიურად აგრძელებს. მისი ერთ-ერთი ფილმის, An Istanbul Story“-ის წარმატების შემდეგ სერიის ახალი ნაწილი - „Cappadocia Fairytale“ - ციფრულ პლატფორმებზე უკვე გამოვიდა. ის ჩვეულებრივ გადის ციფრულ არხებზე და გამოსვლიდან სულ რაღაც 10 დღეში უკვე 49.6 მილიონი ნახვა დააგროვა. შესაბამისად, GoTürkiye-ს ეს უახლესი პროექტი Original Mini-Series, რომლის ფარგლებშიც ამ ფილმებს იღებენ, ტურიზმის ციფრული პოპულარიზაციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროექტად მიიჩნევა და თურქეთის თანამედროვე ისტორიების მეშვეობით, ტურიზმის წარმოჩენის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მაგალითს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ფილმის სარეკლამო კამპანია ერთდროულად 25 ქვეყანაში მიმდინარეობს და მაყურებელს კაპადოკიის უნიკალური სამყაროს აღმოჩენას სთავაზობს.
კაპადოკია მსოფლიო სცენაზე
რაც შეეხება უშუალოდ ფილმს- „Cappadocia Fairytale“, ის მაყურებელს კაპადოკიის უნიკალურ და მისტიკურ სამყაროში ამოგზაურებს. სერიალში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ღირსშესანიშნაობებზე, ცნობილ „ბუხრებსა“ და კაბადოკიის შთამბეჭდავი ბუნების ხედებზე.
სერიალში მსახიობები ოზან აქბაბა და სინემ უნსალი კვლავ სელიმისა და დურუს როლებს ასრულებენ. თავდაპირველად, გმირებს შორის ურთიერთობა განსხვავებული დამოკიდებულებებისა და ხშირი დაპირისპირების ფონზე ყალიბდება, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა ნამდვილ სიყვარულსა და ძლიერ ემოციურ კავშირში გადაიზრდება. ახალ სერიაში სელიმი და დურუ კაპადოკიაში რომანტიკულ თაფლობის თვეს ატარებენ, თუმცა ეს მოგზაურობა მოულოდნელად ემოციურ და იდუმალ თავგადასავლად გადაიქცევა. კაპადოკიის მისტიკურ გარემოში განვითარებული მოვლენები სელიმსა და დურუსთვის სიყვარულისა და სიმამაცის ნამდვილ გამოცდად იქცევა.
ამ ისტორიის ფონზე სერიალში განსაკუთრებულადაა ნაჩვენები კაპადოკიის ყველაზე ცნობილი ადგილები - უჩჰისარის ციხე, სიყვარულის ველი, უძველესი მიწისქვეშა ქალაქები და ყველასთვის ცნობილი საჰაერო ბუშტები. საგულისხმოა, რომ პროექტი კომპანია Ay Yapım-ის მიერ არის შექმნილი. სცენარის ავტორია ქემალ ჰამამჯიოღლუ, ხოლო რეჟისორი საერთაშორისო Emmy-ს ჯილდოს მფლობელი ჰილალ სარალი.
აღსანიშნავია, რომ GoTürkiye-მ დღემდე აუდიტორიას არაერთი დიდი და გამორჩეული პროექტი წარუდგინა. მათ შორის „Antalya Gambit“, „İstanbul My Love“, „Hidden Lover“ და „An Istanbul Story“. ამ ფილმების მეშვეობით თურქეთის ტურისტული მიმართულებები ფართო აუდიტორიამ გაიცნო. შედეგად, ტურისტული პლატფორმა GoTürkiye დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოფიციალურ ტურისტულ ბრენდად ითვლება. უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ჯამში მას 20.8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მას YouTube -ზე 5.69 მილიონი გამომწერი ჰყავს და ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ეროვნულ ტურისტულ ანგარიშად ითვლება. მხოლოდ TikTok-ზე პლატფორმას 5.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ პლატფორმად აქცევს.