g100.ge

The Times of Israel - ისრაელმა დიდ ბრიტანეთს აცნობა, რომ იერუსალიმში საკონსულო 30 დღის ვადაში უნდა დახუროს

The Times of Israel - ისრაელმა დიდ ბრიტანეთს აცნობა, რომ იერუსალიმში საკონსულო 30 დღის ვადაში უნდა დახუროს

ისრაელმა დიდ ბრიტანეთს აცნობა, რომ იერუსალიმში საკონსულო 30 დღის ვადაში უნდა დახუროს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საკონსულოს დიპლომატების აკრედიტაცია 30 დღის ვადაში გაუქმდება.

ასევე, ისრაელში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ღაზას საკოორდინაციო მისიაში მონაწილე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც რამალაში მყოფი ბრიტანელი დიპლომატები სამშობლოში შვიდი დღის განმავლობაში უნდა დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა გუშინ იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს დახურვის შესახებ გამოაცხადა.

ისრაელმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

დიდ ბრიტანეთთან ერთად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებიდან საქონლის ექსპორტის აკრძალვა საფრანგეთმა და კანადამაც დააწესეს.

უახლესი სტატიები