g100.ge

სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა

მსოფლიო - 2025/09/28 14:27
სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა

სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, დაკავების ორდერი, რომელიც სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოსცა, 2011 წელს დარააში მომხდარ შეტაკებებს უკავშირდება.

კერძოდ, მოსამართლემ ტოფიქ ალ-ალიმ აღნიშნა, რომ ასადის წინააღმდეგ ბრალდებები განზრახ მკვლელობებს, სამოქალაქო ომის გამოწვევის მიზნით თავდასხმასა და წამებას მოიცავს.

შეგახსენებთ, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას