g100.ge

არგენტინამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

არგენტინამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

არგენტინის ხელისუფლებამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ღონისძიება ფინანსური სანქციებისა და სხვა ოპერატიული შეზღუდვების განხორციელების საშუალებას იძლევა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ისევე როგორც „ჰეზბოლა“, ტერორისტულ დაჯგუფებებად არის აღიარებული შეერთებული შტატების და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

Reuters-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საზღვარგარეთ მყოფ დიპლომატებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ მოკავშირეებზე, რათა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ლიბანში დაფუძნებული „ჰეზბოლა“ ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადონ.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას